ჰოლივუდის კომედიური ჟანრის მსახიობმა ემი შუმერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი „ოსკარის“ ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 28 მარტს გაიმართება.
ემი შუმერი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ ცერემონიაზე პირდაპირი ეთერი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რადგან მას მსოფლიოს ყველა კუთხეში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოუსმენს და შეიტყობს რა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
„მე შევთავაზე და მინდოდა მეპოვა საშუალება, რომ ზელენსკი „ოსკარების“ ცერემონიაზე ჩამერთო ან ჩანაწერი გამეკეთებინა, რადგან „ოსკარის“ ცერემონიისკენ ბევრი ადამიანის თვალია მიპყრობილი. მე არ ვარ ცერემონიის პროდიუსერი, თუმცა ამ იდეის გაჟღერების არ მეშინია“, - განაცხადა ემიშუმერმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ემი შუმერი, „ოსკარის“ 94-ე ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი იქნება.
მანამდე უკრანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესმენების წინაშე და გერმანიის ბუნდესტაგში.